პარლამენტი გეგმავს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით შეიტანოს.

ცვლილებების მიხედვით, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმა 3 000 ლარამდე გაიზარდება, ან პატიმრობა 15 დღის ვადით განისაზღვრება. 

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებსაც ძირითადად სწორედ ამ ორი მუხლის - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობით აკავებენ, ამბობენ, რომ "ოცნება" ამ გზით პროტესტის ჩახშობას ცდილობს. 

"აპირებენ უფრო გაამკაცრონ სასჯელი ამ მუხლებზე, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერას არავითარი პრაქტიკული შედეგი არ ექნება. არათუ რეპრესიები გაგრძელდება, როგორც ხედავთ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიები უფრო ძლიერდება და ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაც იქნება, რომელიც პარლამენტში შევიდა", - თქვა აქტივისტმა, ირაკლი ფავლენიშვილმა. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები ბიუროს სხდომაზე დღეს დაინიცირდა.

მოქმედი კანონით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა 250-დან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს. 

აქვე გეტყვით, რომ ქართული ოცნების ოფისთან დაკავებულების საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 19 მაისს გამოაცხადებს. 20 მაისს გაიმართება შსს-სთან დაკავებული აქტივისტების პროცესი.

დღევანდელი სხდომების გადადების მიზეზი არასაკმარისი მტკიცებულებები გახდა. 
 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი