ნათია თურნავა: სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრი ვერ აკონკრეტებს როდის განაახლებენ მუშაობას სილამაზის სალონები. ნათია თურნავას თქმით, სალონების გახსნისთვის საჭიროა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და სათანადო მომზადება. მინისტრი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, სალონები პასუხისმგებლობით ეკიდებიან არსებულ ვითარებას და სათანადოდ ემზადებიან.

სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც. მერწმუნეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის სალონები არის დასაქმების ძალიან დიდი სეგმენტი, მცირე ბიზნესი და ჩვენ სწორედ მცირე ბიზნესს ვეხმარებით ყველანაირად და მართლაც ძალიან მინდა, რომ მალე შევძლოთ მათი გახსნა, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი