ოპოზიცია დღეს, დღის ბოლომდე პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის საკუთარ ვერსიას დაარეგისტრირებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს, 28 აპრილს ოპოზიციას ამ თემაზე კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ექნება და სტრატეგიას გადახედავენ.
"ამნისტიის კანონებში ყველაზე მეტი განსხვავება იყო დაზარალებულის თანხმობა. გუშინ ადვოკატებთან საუბრით გაირკვა, რომ პოლიციელი უფრო მეტია დაზარალებულად ცნობილი ამ საქმეებში, წარმოგიდგენიათ ხომ, რამხელა მანიპულაციასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ადამიანები, ვინც თვალი დაკარგა. და საერთოდ, ადამიანები, რომლებმაც თვალი დაკარგეს, არცერთი არ არის დაზარალებულად ცნობილი გამოძიებაში. შესაბამისად, დღეს კიდევ გვექნება ოპოზიციას შეხვედრა და შეიძლება, გადავხედოთ ჩვენ სტრატეგიას ამნისტიის კანონთან დაკავშირებით.
ნამდვილად არ გვინდა, რომ ისეთი კანონპროექტი შევიტანოთ, რომ კიდევ მანიპულაციის საშუალება მივცეთ ქართულ ოცნებას, რომ აი, მაგალითად, პოლიციელი არ აძლევს თანხმობას მაგალითად ნიკა მელიას და რა ვქნა? არ აძლევს თანხმობას ბესო თამლიანს და რა ვქნა?! ამიტომ, ამაზე სამუშაო გვაქვს", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება პარლამენტში არ შესულ ოპოზიციას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს - გაიტანოს თავისი კანონპროექტი და მაქსიმალურად დისკრედიტირებული გამოიყვანოს ოპოზიცია.
"სრული ბოიკოტი უნდა გამოცხადდეს ალბათ, თუ "ქართული ოცნება" გადაწყვეტს თავისი კანონპროექტი გაიტანოს", - თქვა მან.
"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტი ყველას უნდა შეეხოს. ამავე თემაზე: