NASA-ს ვერტმფრენმა მარსმავალ „პერსევერანსის“ ფოტო გადაიღო

გამოქვეყნდა:

NASA-ს მიერ 18 თებერვალს მარსზე დასმულ „პერსევერანსს“ თან პატარა ზომის ვერტმფრენი გაატანეს, რომელიც მარსმავალს გამოეყო და დამოუკიდებლად რამდენჯერმე აფრინდა. 25 აპრილს კი ვერტმფრენმა Ingenuity-მ გადაიღო უპრეცედენტო ფოტო, სადაც რობოტიზირებული მკვლევარი „პერსევერანსი“ სხვა პლანეტის ზედაპირზე დგას.

სრული რეზოლუციის ფოტოს სანახავად დააკლიკეთ აქ.

► მსგავსი: NASA-ს ვერტმფრენი წარმატებით აფრინდა - ისტორიული მიღწევა მარსის კვლევაში

"Oh hey, there I am! Never thought I’d be the subject of another photographer on Mars. Great capture by the #MarsHelicopter team (ჰეი, აქ ვარ! ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ სხვის ობიექტივში მოვექცეოდი მარსზე. მარსის ვერტმფრენის გუნდმა დიდებული ფოტო გადაიღო)" - დაწერა ტვიტერზე NASA-ს როვერმა.

https://twitter.com/NASAPersevere/status/1387246570861514752

ჯერ კიდევ 1997 წელს, NASA-ს ლენდერმა Pathfinder-მა მარსის პირველი მარსმავალი წითელ პლანეტაზე, სახელად „სოჯარნერი“ გადაიღო. სხვაობა ისაა, რომ ორივე მოწყობილობა მიწაზე იყო. 1,8 კილოგრამიანი ვერტმფრენი კი ფოტოს გადაღების პროცესში ზედაპირიდან 85 მეტრით დაშორებული, 5 მეტრის სიმაღლეზე იყო.

NASA-ს მიერ აგებული მანქანის ზომის მარსმავალი Perseverance ეზეროს კრატერის შესასწავლად 2021 წლის 18 თებერვალს დაეშვა წითელ პლანეტაზე. მას პლანეტამდე მისაღწევად დაახლოებით 7 თვე დასჭირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი