ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადიადო. მოსამართლემ შესაბამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. პროცესს ბრალდებული არ ესწრებოდა, რადგან ის ნინო ჩახნაშვილმა წინა სასამართლო სხდომაზე დარბაზიდან გააძევა.

მომდევნო პროცესი 13 მაისს 12 საათზე ჩაინიშნა. განრიგი კი შემდეგი იქნება: 

  • 21 მაისი 11 საათი
  • 25 მაისი 15 საათი
  • 27 მაისი 12 საათი.

პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. როგორც სასამართლოს დაწყებამდე ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა აღნიშნა, არ აპირებენ, რომ მართლმსაჯულების იმიტაციაში მონაწილეობა მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე უკვე 2 თვეზე მეტია პატიმრობაშია. ნიკა მელიამ ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე თანახმობა ორი დღის წინ განაცხადა, თუმცა იმ პირობით რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწმერი ოპოზიცია 20 ივნისის ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი