მიიღებს თუ არა "სინოფარმის" ვაქცინა ავტორიზაციას - ჯანმო გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში გამოაცხადებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გადაწყვეტილებას "მოდერნასა" და ორი ჩინური ვაქცინის "სინოფარმისა და "სინოვაკის" გადაუდებელ გამოყანებაზე გამოაცხადებს.
საქართველოში ჩინური ვაქცინების, ხელისუფლების მიერ ნაყიდი "სინოფარმისა" და ნაჩუქარი "სინოვაკის" 100-100 ათასი დოზა უკვე შემოვიდა. "სინოფარმით" აცრაზე რეგისტრაცია ქვეყანაში 27 აპრილს დაიწყო.
რეგისტრაციის გახსნიდან 2 საათის შემდეგ, ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით ასაცრელად ადგილები თბილისში სრულად შეივსო. რეგიონებში კი ამ დროისთვის, თავისუფალი ადგილები ჯერ კიდევ არის. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
ცნობისთვის, "სინოფარმის" ვაქცინით საქართველოს მოქალაქეები 18 წლის ასაკიდან აიცრებიან.
იხილეთ ასევე: