"სადაც დამიბარებენ ყველგან მივალ" - გომელაური 20 ივნისის საქმეზე

გამოქვეყნდა:

"თუ დამიბარებენ, სადაც დამიბარებენ ყველგან მივალ, მე არ მაქვს არანაირი პრობლემა" - ასე უპასუხა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კითხვას, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, მივა თუ არა 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა "ლელომ" წამოაყენა, რომელიც მიიჩნევს, რომ განურჩევლად ყველას ამნისტირება დაუშვებელია და კომისია სწორედ ამის დამზღვევის მექანიზმი იქნება. თუმცა ჯერ უცნობია შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია ამ საკითხზე. 

გომელაურის აზრით, 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტი სამართლიანია და თუ ის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ეხება, მაშინ უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ პოლიციელებსაც უნდა შეეხოს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი