გავაცანი არგუმენტები, რატომ მგონია სწორი ვეტოს დადება - სამადაშვილი პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნდა:

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები ათონელის სასახლეში პრეზიდენტს ხვდებიან. შეხვედრები ინდივიდუალურად მიმდინარეობს, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ვიზიტი უკვე დაასრულა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ შეხვედრის მთავარი თემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპრიექტი იყო. სამადაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს, რათა ის პარლამენტმა ხელახლა განიხილოს.

"საუბარი გვქონდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით და გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, თუ რატომ მიმაჩნია სწორი, რომ ვეტოს გამოყენების გზით მოხდეს ამ კანონპროექტის თავიდან განხილვა პარლამენტში და შესაბამის ცვლილებებზე საფუძვლიანი მსჯელობა.

უფრო კარგი იქნებოდა, ვეტოს გამოყენებით შეგვეჩერებინა კანონპროექტის ამუშავება, შესაბამისად ხელისუფლებას მოუწიოს თავიდან განიხილოს ცვლილება" - თქვა სალომე სამადაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო შარლ მიშელის შეთანხმების დიკუმენტსაც

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრები გრძელდება, ამ წუთებში მას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ხვდება.

29 აპრილს, პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც სანქციების გამკაცრებას გულისხმობს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, ასევე, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი