ღარიბაშვილმა და ზალკალიანმა ორბელიანების სასახლე დატოვეს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ორბელიანების სასახლე დატოვეს. ირაკლი ღარიბაშვილი და დავით ზალკალიანი პრეზიდენტ ზურაბიშვილს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

დღეს პრეზიდენტი "ქართული ოცნების" დეპუტატებს, მანამდე კი შს მინისტრს შეხვდა.

შეხვედრები გუშინ, 6 მაისს დაიწყო. ზურაბიშვილმა აუდიენცია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერებთან ინდივიდუალურ რეჟიმში გამართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი