საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" აირცნენ.
მათ ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარეს.
ვაქცინაციის პროცესში საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მთავრობისა და პარლამენტის წევრები ეტაპორივად ერთვებიან. შეგახსენებთ, რომ ჩინური ვაქცინა "სინოფარმის" მეორე დოზით აცრისთვის რეგისტრაცია დღეიდან, 12 მაისის 20:00 საათიდან დაიწყება.