პოლიტიკური რეპრესიები ოპონენტებზე | "ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს

გამოქვეყნდა:

ტერორი და პოლიტიკური რეპრესიები ერთადერთი იარაღია, რომელიც "ქართულ ოცნებას" ძალაუფლების შესანარჩუნებლად რჩება. ივანიშვილის სამართალმემკვიდრე ირაკლი კობახძე ოპონენტების დევნის ახალ ტალღას აანონსებს.

ტაქტიკა და ხელწერა უცვლელია, ისევე როგორც პოლიტიკური ლიდერების ჩამონათვალი. მელიასა და რურუას ციხიდან გამოშვებით საერთაშორისო შეთანხმება შესრულდა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ სხვა პოლიტიკურ საქმეებს მსვლელობა არ მიეცემა და თუნდაც მელიას შემთხვევაში, "ოცნება" არ მოინდომებს ისევ მის ციხეში გაშვებას.

პოლიტიკურად გაკოტრებული "ოცნება" თვითმმართველობის არჩევნების წინ, რომელიც შესაძლო სახელისუფლებო პარტიისთვის პოლიტიკური განაჩენი იყო, ახლა ველის მოსუფთავებას და წონიანი ოპონენტების განეიტრალებას იმ გზით ცდილობს, რომელიც ყველაზე კარგად იცის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მსგავსად, "მთავარი არხის" დამფუძნებლის საქმეზე სხდომები არ ცდება სასამართლოში. პროცესები თითქმის ყოველ კვირას ინიშნება და ბრალდებული ნიკა გვარამიასა და მელიას შემთხვევაში მართლმსაჯულებას კორონავირუსი ვერ აბრკოლებს. ესეც "ოცნების" ტაქტიკაა - სასამართლოს კარი ბევრისთვის დაკეტოს, რამდენიმესთვის კი დაუბრკოლებლად გააღოს.

ჩემპიონ ძიუდოისტზე თავდამსხმელად წოდებული პოლიტიკოსი, გიგი უგულავაც მორიგი საქმის გაცოცხლების მოლოდინშია. კოლეგებს სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე მას შემდეგ შეუერთდება, რაც მისი საქმის პროკურორი კოვიდ 19-ს დაამარცხებს, ეს გიგი უგულავასა და ადვოკატს უკვე აცნობეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი