მე ამას იმიტირებულ სასამართლოს ვუწოდებ - საქალაქოში ნიკა მელიას პროცესი დაიწყო

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყო. თავად მელია პროცესს არ დაესწრება, ვინაიდან წინა სხდომაზე ის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პროცესიდან გააძევა.

დაცვის მხარის თქმით, პროცესი იმიტირებულია, რადგან მელიას მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურ პროცესებში მისი განეიტრალების მცდელობაა.

"მე ამ პროცესს ვუწოდებ, ე.წ. იმიტირებულ სასამართლო პროცესს, სადაც რეალურად, კანონის და სამართლის მოთხოვნიდან გამომდინარე არაფერი ხდება. ჩვენ, იურისტებს, რა თქმა უნდა, ვალდებულება გვაქვს, დავიცვათ კანონის მოთხოვნები, გავაგრძელოთ მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ნიკა მელიას უდანაშაულობა დავამტკიცოთ.

თუმცაღა, ეს ისედაც ცხადია, რომ ბრალდების შინაარსიც, თვოთონ ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია და მოგონილია ერთადერთი მიზნით, რომ პოლიტიკურ პროცესში ნიკა მელიას განეიტრალება მომხდარიყო",- თქვა კონდახაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ შეეცვალა. ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი