პატიმრობაში მყოფი სპორტსმენების მხარდასაჭერად ბათუმში დღეს აქციას გეგმავენ. ძმებ წულუკიძეებისა და ჭელიძეების ოჯახის წევრების პროტესტს მოძრაობა საქართველოსთვის და ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

აქციის ორგანიზატორების თქმით აქტივისტები  მმართველი გუნდის რეპრესიების მსხვერპლნი არიან და მოსამართლემ მათ წინასწარი პატიმრობა მტკიცებულებების გარეშე შეუფარდა.

აქცია ერას მოედანზე, 2 საათზეა დაანონსებული.

ძმები წულუკიძეები და ძმები ჭელიძეები 15 აპრილს, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციის შემდეგ დააკავეს

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი