ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ვაქცინაციაზე შეფერხება არ იქნება - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით "ფაიზერის" ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოში ზაფხულში, ივნისი-ივლისის პერიოდში შემოვა. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა საიდანაც ჩვენ უკვე დავიწყეთ მიღება ვაქცინების, მეორე არის უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქციენები, ამის თაობაზე დეტალურად რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია "ფაიზერის" დამატებით შემოტანაზე ზაფხულში, ივნისი-ივლისის თვეში დაახლოებით, ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, აქვთ მოლაპარკაება ჩინური ვაქცინა "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ქარხნებთან დამატებითი დოზების მისაღებად. ასევე, ელოდებიან "მოდერნასა" და "ნოვოვაქსის" ვაქცინების შემოტანას. 

"ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, გვაქვს მოწერილი ხელშეკრულებები და ამ უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ დამატებით დოზებს მივიღებთ. ასე რომ, არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში", - თქვა პრემიერმა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი