პოლიციას დმანისში დამატებითი ძალები შეჰყავს - ვითარება კვლავ დაძაბულია

გამოქვეყნდა:

დმანისის მუნიციპალიტეტში ამ წუთებში პოლიციამ დამატებითი ძალები შეიყვანა- ვითარება კვლავ დაძაბულია. ადგილობრივებმა ქალაქის ცენტრში პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს, ისინი დაკავებულების გამოშვებას მოითხოვენ.

ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლის პოლიციის უფროსმა თქვა, რომ ადგილზე ვითარება განმუხტულია. მისივე განცხადებით, ყველაფერი გააკეთეს, რომ შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო და მშვიდობა შეენარჩუნებინათ.

დღეს დილიდან განახლდა დაპირისპირებაა დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და ე.წ. ეკომიგრანტთა თემს შორის. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა აქციის გამართვა დააპირეს. ისინი გუშინდელი ინციდენტის გამოძიებას და მასში მონაწილეების დასჯას ითხოვდნენ.

ორივე მხარეს მოქალაქეები ქვებით და ხელკეტებით არიან შეარაღებულნი. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორისაა სამართალდამცავიც.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებითა და ბიტებით დაუპირისპირდნენ, დაზიანდა ახლომდებარე მაღაზიებიც.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი