გაბუნიას ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 80 000-ზე მეტი მოქალაქე, NCDC-ის მონაცემებით- 14 643

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილთა რაოდენობა შეეშალა. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ორივე დოზით აცრილთა რაოდენობამ 80 000-ს გადააჭარბა, თუმცა NCDC-ის მონაცემებით, სრულად აცრილი სულ - 14 643 პირია. 

"აქტიურად გრძელდება ვაქცინაციის პროცესი, 80 000-ს გადააჭარბა ორივე დოზით ვაქცინირებულთა რაოდენობამ, ამჟამად ვაქცინაცია მიმდინარეობს "სინოფარმით" და "ასტრაზენეკას" ვაქცინით", - თქვა თამარ გაბუნიამ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დღევანდელი, 17 მაისის მონაცემები კი ასეთია:

  • სულ ქვეყანაში აცრილია - 89 260 ადამიანი; 
  • მათ შორის სრულად - 14 643;
  • ერთი დოზით - 74 617.

 ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი