"შეწყდეს პოლიტიკური დევნა" - ამ ლოზუნგით გაიმართა აქცია ბოლნისის სასამართლოსთან, სადაც ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები უყვებიან, საქმე ეხება მარნეულში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ისინი გიორგი მუმლაძის ძმის მხარდასაჭერ აქციას მართავდნენ.
სამოქალაქო აქტივისტები დღესაც მოითხოვენ, რომ აქტივისტებზე უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს და მათზე დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმები მოიხსნას.
ცნობისთვის, 29 აპრილს, მას შემდეგ, რაც გიორგი მუმლაძის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს, აქციის მონაწილეებს, სამოქალაქო აქტივისტებს მარნეულის მერიის შენობაში შესვლა სურდათ, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევდა. ადგილზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მერიის შენობაში შესვლა რამდენიმე აქტივისტმა შეძლო, მათ შორის იყო გიორგი მუმლაძე, ნიკა ნარსია და სხვები.
ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას მუმლაძე პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირებს და ამბობს, რომ მისი ძმა მარნეულის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს "ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში" სპეციალისტად 10 წლის განმავლობაში მუშაობდა.
იხილეთ ასევე: