გარეშე პირებისთვის ტაძარში ხარაჩოებზე ასასვლელი დაიკეტება - ძეგლთა დაცვა გელათზე

გამოქვეყნდა:

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათში ფრესკების ჩამოშლასთან და მისი წებოვანი ლენტით დამაგრებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მასალას ეხმაურება და "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრს, თორნიკე ბარათაშვილს ადანაშაულებს. სააგენტო აცხადებს, რომ ბარათაშვილი არაუფლებამოსილი პირია და ის ხარაჩოებზე მასალის გადასაღებად არ უნდა ასულიყო.

ამ მიზეზით, ძეგლთა დაცვის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის ტაძარში განლაგებულ ხარაძოებზე ასასვლელი დაიკეტოს.

"ვითარების ადგილზე გაცნობის შედეგად გაირკვა, რომ ის მასა, რაც სოციალურ ქსელში ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს (და რასაც ამ ინფორმაციის გავრცელებისას მედიასაშუალებები იყენებენ), უნდა იყოს ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე გუშინ, 18 მაისს, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის ასვლის და გადაადგილების შედეგი, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება. [...] 

არაუფლებამოსილი პირის ხარაჩოზე თვითნებურად გადაადგილების გუშინდელი სამწუხარო ფაქტის გამო, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება. ამ გზით დაცულ უნდა იქნეს ძეგლი დამატებითი ზიანისაგან მანამ, სანამ კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზე მუშაობს", - წერს სააგენტო.

სააგენტო აცხადებს, რომ ტაძრის ინტერიერში რამდენიმე თვეა წყლის ინფილტრაციის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი