სამწუხაროდ, ჯერ ჩვენთვის უცნობია ვის გამოკითხავს ბრალდების მხარე - კონდახიშვილი

გამოქვეყნდა:

დღეს, 21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით დაიწყება. ადვოკატების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარესთან შეთანხმებით, მათთვის წინასწარ უნდა ეთქვათ თუ ვის გამოკითხავდნენ, არ არის ცნობილი, რომელი მოწმეები იქნებიან გამოძახებული და მისცემენ სასამართლოს ჩვენებას. 

"ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენთვის არ არის ცნობილი კონკრეტულად, რომელი მოწმეების მოყვანას აპირებს ბრალდების მხარე, მიუხედავად იმისა, რომ წინა სასამართლო პროცესზე ამის შესახებ შევთანხმდით, რა თქმა უნდა დაცვის მხარეს უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად მოვემზადოთ, გვქონდეს ჩვენი დაცვის სტრატეგია ჯვარედინი დაკითხვის მოსამზადებლად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ და ბრალდების მხარემ მოგვცა ამის შესაძლებლობა, ჩვენთვის ცნობილი არ არის, ვის გამოკითხავს ბრალდების მხარე", - ამბობს კონდახიშვილი. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ შეეცვალა. ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი