"არც პროცესის შეჩერების უფლება მაქვს და არც ვაპირებ" - კუჭავას პასუხი ელჩებს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოში, ამერიკისა და ევროკავშირი ელჩებს პასუხობს. მისი განცხადებით, არ აქვს უფლება, რომ სასამართლოში, დანიშვნების პროცესი შეაჩეროს.

"ის მოლოდინი, რომელიც არსებობს მოსამართლეთა კონფერენციის მიმართ, არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი პროცესი და სამწუხაროდ, თუ სასარგებლოდ, ეს ვისთვის როგორ შეიძლება იქნას გაგებული, საქართველოს პარლამენტი ვერ ჩაერევა ამ პროცესში. როგორც სპიკერი ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში არც პროცესის შეჩერების უფლება მაქვს, არც ვაპირებ ამის გაკეთებას, რადგან ვალდებული ვარ ვიხელმძღვანელო საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით", - თქვა კახა კუჭავამ. 

კელი დგენანმა და კარლ ჰარცელმა 22 მაისს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას სპეციალური წერილი გაუგზავნეს. ისინი მმართველ გუნდს აფრთხილებენ, რომ საარჩევნო რეფორმის გარეშე არ განახორციელოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩანიშნული მოსამართლეების დანიშვნის პროცედურები.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 26 მაისს XXIX რიგგარეშე კონფერენცია ანიშნეს, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა. ვადა ეწურება 4 მოსამართლეს - დიმიტრი გვრიტიშვილს, ვასილ მშვენიერაძეს, ირაკლი ბონდარენკოსა და ირაკლი შენგელიას. კონფერენციის შეჩერების მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი