"საერთაშორისო გამშვირვალობა - საქართველო" საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რამდენიმე ცვლილება შეთანხმების სულისკვეთებასა და მიზნებს სრულად არ შეესაბამება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ კანონში შესატანი ცვლილებები გადახედვას საჭიროებს.

"დღეს, როგორც არასდროს, ქვეყანას აქვს შანსი, ამბიციური საარჩევნო რეფორმა განახორციელოს, რომლის საშუალებასაც პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება იძლევა. ამ შეთანხმების მიზანი გამართული საარჩევნო პროცედურების შექმნაა, რომელთა სწორი აღსრულების შედეგად ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს საზოგადოების მაღალი ნდობა უნდა ჰქონდეს. მოვუწოდებთ პარტიებს, კიდევ ერთხელ გადახედონ ამ ცვლილებებს და ისინი პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებას მაქსიმალურად შეუსაბამონ", - წერს TI.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ: 

  • პროფესიული ნიშნით წარდგენილი ცესკოს წევრობის კანდიდატების ასარჩევად საპარლამენტო კენჭისყრებს შორის ვადების შემცირება პარტიებს შორის კონსენსუსის აუცილებლობას გამორიცხავს და მმართველ პარტიას საშუალებას აძლევს, მისთვის სასურველი კანდიდატი მარტივად აირჩოს.

"ურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებულ ცვლილებებში, ყოველ კენჭისყრას შორის სავალდებულო მინიმალური ვადა 4 კვირიდან 1 კვირამდე ერთჯერად, მხოლოდ მოახლოებული ადგილობრივი  არჩევნებისთვის შემცირდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პარტიებს შორის კომპრომისის მიღწევის სივრცეს და საპარლამეტო უმრავლესობას, ფაქტობრივად, საშუალებას აძლევს ოპოზიციის თანხმობის გარეშე, მარტივად აირჩიოს მისთვის მისაღები კანდიდატი.

  • საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური პარტიების მიერ წევრების დანიშვნის წესი ერთი პარტიის - "ევროპელი სოციალისტების" სასარგებლოდ და მეორე პარტიის - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საზიანოდ არის შეცვლილი, რაც პრინციპულად არასწორი და არასამართლიანია. 
  • ცესკოს მოადგილეების რაოდენობის გაზრდა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული მოადგილის მნიშვნელობას გარკვეულწილად ამცირებს.

"ვინაიდან ცესკოში პროფესიული ნიშნით უკვე არჩეულ წევრებს, მათ შორის ამჟამინდელ მოადგილეს, უფლებამოსილება არ უწყდებათ და მათი მიუკერძოებლობის კუთხით წინა არჩევნებზე გარკვეული კითხვები არსებობდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ცვლილება ცესკოში მმართველი პარტიის პოზიციების გამყარებას ემსახურება".

ცნობისთვის, 22 მაისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი