ამ წუთამდე ჩვენთვის ცნობილი არაა, რას აპირებს ბრალდების მხარე - მელიას ადვოკატი პროცესზე

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი იწყება. როგორც სხდომის დაწყებამდე მელიას ადვოკატმა თქვა, დაცვის მხარეს არც დღევანდელ პროცესზე არ აქვს ინფორმაცია, თუ რა სახის მტკიცებულების გამოკვლევას აპირებს ბრალდების მხარე.

როგორც გიორგი კონდახიშვილი ამბობს, ეს მხარეების შეთანხმების დარღვევაა:

"მიუხედავად ჩვენი პროაქტიური მცდელობისა, დღესაც ბრალდების მხარის მიერ არ გვეცნობა კონკრეტულად რა სახის მტკიცებულებების გამოკვლევას აპირებენ დღევანდელ პროცესზე. ეს არის შეთანხმების დარღვევა. მოსამართლის მიერ როგორც წინა ისე იმის წინა პროცესზე იქნა მითითება, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეს უნდა გვქონდეს კომუნიკაცია და უნდა მოხდეს შეჯერება, წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს იმ მტკიცებულებების შესახებ, რომლის გამოკვლევასაც მხარეები აპირებენ. ამ წუთამდე ჩვენთვის ცნობილი არ არის მოწმეების დაკითხვას აპირებენ პროცესზე თუ ისევ ვიდეომასალებს გამოიკვლევენ. შესაბამისად, დაველოდოთ მოვლენებს", - ამბობს გიორგი კონდახიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ შეეცვალა. ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი