დანაშაულის შემადგენლობა არ არის, მოწმეები ამბობენ სიმართლეს - ნიკა გვარამია სასამართლო პროცესებზე

გამოქვეყნდა:

"ბრალდების დაკითხვა ყოველთვის იქცევა ხოლმე დაცვის სასარგებლო ჩვენებებად. მარტივი მიზეზის გამო, დანაშაულის შემადგენლობა არ არის, მოწმეები ამბობენ სიმართლეს. რამდენიც არ უნდა ეცადოს პროკურორი ათქმევინოს და ხელი დაადოს ასე ვერ ხდება და არც ხდება", - ასეთი კომენტარი გააკეთა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, მას შემდეგ რაც, თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული საქმის სხდომა გადაიდო.

მისივე თქმით, სასამართლო მის საქმეზე სისხლის სამართლებრივ საკითხებს კი არა სამეწარმეო საკითხებს განიხილავს:

"პროგნოზი არ მაქვს, იმიტომ, რომ ამ ვითარებაში პროგნოზირება შეუძლებელია, ეს არის აბსოლუტურად აღვირახსნილი სისულელე, რაც სასამართლო დარბაზებში ხდება. სამეწარმეო საქმეების განხილვა მიმდინარეობს და არა სისხლის სამართლებრივი საკითხების. შესაბამისად, პროკურორებიც ვერ არიან კარგად სამეწარმეო საქმეებში, არც უნდა იყვნენ სისხლის სამართლებრივ საქმეებში უნდა იყვნენ, მაგრამ ამისთვის, სისხლის სამართლებრივი მუხლებით ოპერირებაა საჭირო და არა სამეწარმეო სამართლის. რაკიღა ბრალდება სამეწარმეო სამართალზეა დაფუძნებული, შესაბამისად, პროკურორების მონაწილეობაც შეზღუდულია ამაში, იმიტომ, რომ სამეწარმეო სამართალს ცოდნა უნდა და სისხლის სამართალსაც ცოდნა უნდა" - ამბობს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 16 ივნისამდე გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე "ფორმულას" დირექტორი და "ინტერმედიას" დამფუძნებელი, ზუკა გუმბარიძე კითხავდნენ, თუმცა დაკითხვის დასრულება ვერ მოასწრეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი