ორჯერადად აცრილებს სახმელეთო გზით შემოსვლისას PCR ტესტი სჭირდებათ, საჰაეროთი შემოსვლისას არა

გამოქვეყნდა:

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტამის ხელმძღვანელის, გიორგი ღიბრაძის თქმით, კორონავირუსზე ორჯერადად აცრილ პირებს PCR ტესტი მხოლოდ სახმელეთო გზით შემოსვლისას სჭირდებათ. მისი თქმით, ორჯერ აცრილ პირებისთვის საჰაერო გზით შემოსვლისას PCR ტესტი საჭირო არ არის.

"ორმაგი აცრის მქონე პირებს საქართველში შემოსვლა სხვადასხვა რეჟიმით შეუძლიათ, საჰაეროზე მათ PCR ტესტი არ სჭირდებათ, სახმელეთოზე PCR ტესტი მაინც სჭირდებათ",- თქვა ღიბრაძემ.

დღეს, პირველ ივნისს ცნობილი გახდა, რომ საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათის კიდევ ერთი საათით შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ქორწილების, ქელეხებისა და სხვა ღონისძებების აკრძალვა კვლავ ძალაში დატოვა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი