საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში გამგზავრებისას, მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დასჭირდებათ. მოქალაქეებს თურქეთში გამგზავრება შეუძლიათ, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, უარყოფითი პასუხის ცნობა მოქალაქემ საზღვარზე უნდა წარადგინოს.
"2021 წლის 1 ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ და მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე", - წერს ელჩი.
ამავე თემაზე: