თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ღია კაფეები, რომლებსაც იჯარით აქვთ აღებული სერვისები, მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი საიჯარო გადასახადისგან 2022 წლის პირველ თებერვლამდე გათავისუფლდებიან.
"აღნიშნული შეღავათი მოქმედებდა 1 თებერვლამდე, მაგრამ ვინაიდან ძალაში რჩება გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ქვეყანაში ჯერ კიდევ არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, არის ტურისტების ნაკლებობაც.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეღავათი კიდევ გავავრცელოთ იმ სუბიექტებზე, რომლებსაც აქვთ ღია კაფეები, ასეთი 200-მდე სუბიექტია და ისინი 2022 წლის პირველ იანვრამდე გათავისუფლდებიან მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან. ვფიქრობ, ეს გარკვეული მხარდაჭერა და თანადგომა იქნება", - თქვა კახი კალაძემ.
მისივე განცხადებით, ცალკეულ სუბიექტებს, რომლებსაც საიჯარო გადასახადი უკვე გადახდილი აქვთ, წინსწრებად ჩაეთვლებათ.
მერიის გადაწყვეტილებით, ფინანსურად დაეხმარებიან ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებსაც - ყველა სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული, 5 000 ლარიან სუბსიდიას მიიღებს.
დახმარების მისაღებად განცხადებების მიღება 2 ივნისიდან დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება.