ყველა ეთერში საჯაროდ ვაგინე დედა ივანიშვილს - უგულავა"ძიუდოისტის ცემის" საქმეზე

გამოქვეყნდა:

გიგი უგულავა მისი სასამართლო საქმის განახლებას ეხმაურება და ამბობს, რომ აეროპორტში მომხდარი თავდასხმა, იყო ორგანიზებული და ივანიშვილის დავალებით განხორციელდა: 

"ჩემთვის სრულიად უდავოა, რომ ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული, დავალებული პირადად ივანიშვილის მხრიდან იმიტომ, რომ ეს არის 20 ივნისის გაგრძელება. 20 ივნისს, როდესაც გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე, რომ მე, ნიკა მელია და სხვები შევსულიყავით, დაგვიშინეს ცეცხლი. ამის შემდეგ მე ყველა ეთერში საჯაროდ ვაგინე დედა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი ფორმა მისი მისამართით 20 ივნისის ღამეს - არათუ ვნანობ, არამედ ვამაყობ ამით. 20 ივნისის გამო ივანიშვილიც და გახარიაც ქართული საზოგადოებისგან იმსახურებენ მხოლოდ დედის გინებას. ჩვენ ვიცით ასეთ შეურაცხყოფებზე როგორ რეაგირებს ეს ძვირფასი ოჯახი, ჩვენ ვნახეთ ჩანაწერები, რომ ბავშვებსაც კი უსწორდებოდნენ და ამის შედეგი იყო ზუსტად ის თავდასხმა აეროპორტში „ზონდერების“ მხრიდან და აქედან ერთ თვეში ჩემი სრულიად ბრუტალურად და ყველა კანონის დარღვევით დაპატიმრება - ამბობს უგულავა.

ის არ გამორიცხავს, რომ კიდევ ერთხელ დააპატიმრონ

მე სპეკულაციებში არ შევალ, ეს მუხლი თავისთავად 1 წლამდე პატიმრობას მოიცავს და სადაც სამჯერ მეცნენ, მეოთხე და მეხუთე გამორიცხული არ არის." ამბობს უგულავა

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ძიუდოისტის ცემის საქმის განხილვა ხვალ ჩაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი