"ეს უკვე წლებია გროვდება. ის, რაც შიგნით ხდება გაუსაძლისია" - კიდევ ერთი ყოფილი პოლიციელი 

გამოქვეყნდა:

საპატრული პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ბაბუნაშვილი, ამბობს, რომ იმერეთის სამხარეო პოლიციის მოქმედი გამომძიებლის მხრიდან თანამდებობის დატოვება მას არ გაკვირვებია. 

ბაბუნაშვილის თქმით, უკვე წლებია პოლიციელები უკანონო დავალებებს იღებენ და ასრულებენ. ის არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ნაბიჯი სხვა პოლიციელებმაც გადადგან.

ის, რაც შიგნით ხდება მართლა იმდენად გაუსაძლისია, რომ ეს უკვე წლებია გროვდება და ესეც ერთ-ერთი გამოხატულებაა, იმ დაგროვილი უკანონო ბრძანებების შესრულების მითითების, რომელსაც პოლიციელებს აიძულებენ, რომ აკეთონ, ვიღაცა კონკრეტული პირის გადაწყვეტილებით და ვიღაც კონკრეტული ადამიანის კომფორტისთვის",-თქვა გიორგი ბაბუნაშვილმა, რომელიც 6 წლის წინ, ხელმძღვანელებთან უთანხმოების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ცნობისთვის, გუშინ გუშინ "მთავარი არხისთვის" ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში, იმერეთის სამხარეო პოლიციის  გამომძიებელმა ზურაბ ხმელიძემ შსს უკანონო დავალებების გაცემაში ამხილა .

ამავე თემაზე:

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი