საქალაქო სასამართლო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის განხილვას განაგრძობს. პროცესზე დღეს, 3 ივნისს ისევ პროკურატურის მოწმეები იკითხებიან. ვის წარმოადგენს სახელმწიფო ბრალდება ამ დრომდე უცნობია, თუმცა ცნობილია მელიას უფლებადამცველების პოზიცია, რომ საქმე სრულად აბსურდულია და მას სამართალთან საერთო არაფერი აქვს.

პროცესს დღესაც ვერ დაესწრება საქმის ბრალდებული, რადგან წინა პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ შეეცვალა. ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი