ცოცხალი თავით ბრალდების მხარე არ ამხელს მოწმეებს - კონდახიშვილი მელიას პროცესზე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე მოირგი არსებითი სხდომა მიმდინარეობს. მხარეები სხდომათა დარბაზში უკვე შევიდნენ. დაცვის მხარემ ამჯერადაც არ იცის რომელი მოწმეების გამოკითხვას აპირებს პროკურატურა დღევანდელ პროცესზე. 

"სამწუხაროდ, მიუხედავად მოსამართლის მითითებისა, მიუხედავად შეთანხმებისა, რომ ამ ფორმატით უნდა გვემუშავა, დღემდე, ცოცხალი თავით ბრალდების მხარე არ ამხელს იმ მოწმეების ვინაობას ვის დაკითხვასაც ვაპირებთ დღევანდელ პროცესზე და საერთოდ მტკიცებულებების გასაჯაროვებას. ეს არის საკმაოდ უცნაური, ვერ აიხსნება ეს შიშები რატომ არ უნდა გახდეს წინასწარ მხარისთვის ცნობილი რა ფორმატით ვმუშაობთ", - თქვა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილი. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ შეეცვალა. ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი