"შემჩნეულია, რომ არის სახელისუფლებო ტროლი" - ნიკა მელიას სასამართლო 

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მორიგი სასამართლო სხდომა დასრულდა. დღეს ბრალდების მხარის ოქროს მოწმე, "პოსტ ტვ"-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე და სამართალდამცველები გამოიკითხნენ.

ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროკურატურის მოწმე "შემჩნეულია, რომ არის სახელისუფლებო ტროლი", რომელიც პროცესზე იმ განწყობით მივიდა, რომ წარმოეჩინა, თითქოს ნიკა მელიას უფლებადამცველები ერთი მხარეა და დანარჩენი საქართველო სხვა მხარე, "ფრაზაც გააჟღერა, ჩვენ და "ნაციონალური მოძრაობაო". მისივე თქმით, არ შეიძლება ამ ადამიანის ჩვენება სარწმუნოდ იყოს აღქმული. 

დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ პროკურატურის მოწმეებმა იდენტური ჩვენებები მისცეს. მისი თქმით,  "ორმა მოწმემ თქვა, რომ მისი სიტყვებით იყო შედგენილი გამოკითხვის ოქმი და ორივე ოქმში წინადადებები იყო იდენტური, სასვენი ნიშნებიც კი არ იყო შეცვლილი". მისივე თქმით, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ  20 ივნისის ხმაურის გათვალისიწინებით, შეუძლებელი იყო პოლიციელებს გაეგოთ თუ რას ამბობდა მათგან შორს მყოფი ნიკა მელია. 

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ დღევანდელ სხდომაზე მოწმემ დაადასტურა, "რომ ნიკა მელია მოუწოდებდა ხალხს პარლამენტში შეჭრასა და რევოლუციის მოწყობისკენ". 

ნიკა მელიას საქმეზე მორიგი პროცესი 10 ივნისაა ჩანიშნული, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი