ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა ნინოწმინიდს პანსიონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ აუცილებელია, გამოძიება დაუყოვნელივ ჩატარდეს. ევროპარლამენტარი კითხვით საქართველოს მთავრობას მიმართავს და ინტერესდება, რატომ არ უშვებენ სახალხო დამცვეს პანსიონში.
"ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდებები და ამის შესახებ სულ უფრო მეტი წყაროდან მესმის. იმედი მაქვს, განმარტავენ, რატომ არ უშვებენ ომბუდსმენს პანსიონში და დაუყოვნებლივ ჩატარდება გამოიძიება. ეს ბავშვებს ეხება და არა პოლიტიკას", - წერს მარკეტა გრეგოროვა Twitter-ზე.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა. მათივე ინფორმაციით, მუშაობა კიდევ 10-მდე ბავშვის გაყვანაზე მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი ტერიტორიაზე დილით შეუშვეს, უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სალიცენზიო პირობებს სწავლობენ.
ამავე თემაზე: