თუ სასამართლო უარს გვეტყვის, საერთაშორისო ტრიბუნალებში წავალთ - არგანაშვილი ნინოწმინდაზე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ანა არგანაშვილი აცხადებს, რომ თუ სასამართლო მათ სარჩელს არ დააკმაყოფილებს საერთაშორისო ტრიბუნალებს მიმართავენ. ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

"გვაქვს ცუდი გამოცდილება, როცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთხელ ვერ დაინახა ძალადობა და ბავშვების უფლების დარღვევა და უარი გვითხრა. ჩვენ არ ვჩერდებით რა თქმა უნდა და მოვითხოვთ სასამართლოსგან, რომ დაინახოს. თუმცა, თუ სასამართლო კვლავ უარს გვეტყვის ჩვენ მაინც არ გავჩერდებით, საერთაშორისო ტრიბუნალებში, საერთაშორისო სასამართლოებში აუცილებლად წავალთ", - თქვა მან. 

მისი თქმით, ვალდებულები არიან სასამართლო ამუშაონ და არ მოადუნონ. არგანაშვილი ამბობს, რომ გამოძიება უკვე დაგვიანებულია. 

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობომ სასამართლოს დღეს, 4 ივნისს მიმართა, ორგანიზაცია ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბენეფიციარის გამოყვანას ითხოვს.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა. მათივე ინფორმაციით, მუშაობა კიდევ 10-მდე ბავშვის გაყვანაზე მიმდინარეობს. 

ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი ტერიტორიაზე დილით შეუშვეს, უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სალიცენზიო პირობებს სწავლობენ. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი