დისკუსია უნდა შეწყდეს და ჩვენ უნდა შევძლოთ გონივრული შეთანხმებული მოქმედება იმისთვის, რომ მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ლელა ქებურია "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლას.
"დისკუსია უნდა შეწყდეს და ჩვენ უნდა შევძლოთ გონივრული შეთანხმებული მოქმედება იმისთვის, რომ მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც არის ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა და შევძლოთ მსხვილ ქალაქებში მერობის კანდიდატებზე შეთანხმება და მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება, სადაც ეს მიგვაჩნია აუცილებლად",- ამბობს ლელა ქებურია.
ამავე თემაზე: