"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტშია | ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი

გამოქვეყნდა:

მე-10 მოწვევის პარლამენტში ახალი პოლიტიკური ცხოვრების ათვლა იწყება. მთავარი ოპოზიციური პარტია ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად ახალ ფრონტს პარლამენტიდან ხსნის. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტაციის საკანონმდებლო ორგანოში შესვლამ "ქართული ოცნების" დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა.

განსაკუთრებული მობილიზება სხდომათა დარბაზში და შენობის გარეთ და მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებები პირდაპირ მიანიშნებს, რომ მთავარი პოლიტიკური ოპონენტი პარლამენტში ივანიშვილის გუნდისთვის ახალი თავსატეხია.

ამასვე ადასტურებს პარალამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, რომელმაც დღეს ყველა კანონპროექტის განხილვა შეაჩერა და სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" დარბაზში გამოჩენის შემდეგ დახურა. "ქართული ოცნების" გამომსვლელებს დღეს აშკარად ეტყობოდათ, რომ განსაკუთრებით ემზადებოდნენ კოლეგა დეპუტატების დასახვედრად. საგანგებოდ მომზადებული ტექსტები ზოგმა ზეპირად ისწავლა, უფრო დიდმა ნაწილმა კი წაიკითხა. 
 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი