
ლენტეხში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია, სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის ქმარი დააკავეს.
პოლიციამ საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც მოკლულის მასპინძელია. მიკროავტობუსის მძღოლზე თავდასხმის მთავარ ფიგურანტებს კი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 ადამიანი, მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით დაიწყო რაც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.
შემთხვევა სოფელ ჩიხარეშში ხუთ ივნისს მოხდა. სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად კი 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ცემაში სავარაუდოდ ოთხი პირი ფიგურირებს. ჩხუბის მიზეზად რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის საუბარია ფულის გამოძალვაზეც.
ამავე თემაზე: