პენტაგონი: არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ UFO-ები უცხოპლანეტელების ხომალდებია

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის ოფიციალური განცხადებით, არ არსებობს იმისი მტკიცებულება, რომ ბოლო წლებში დაფიქსირებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტები (ამო, UFO) არამიწიერი წარმოშობისაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ობიექტები აქამდე უნახავ აეროდინამიკურ მანევრებს ასრულებს.

თუმცა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ობიექტები ამერიკული წარმოების არაა. მაშინ რა არის ეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტები? დარწმუნებით თქმა რთულია, თუმცა, ყველაზე ლოგიკური ახსნა ამინდის ბუშტები ან სხვა საჰაერო ექსპერიმენტებია. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათი უჩვეულო სიჩქარე და მანევრის უნარი ამ ახსნებსაც ეჭვქვეშ აყენებს.

აუხსნელი მოვლენების ეს და სხვა მრავალი დადგენილება პენტაგონის UFO-ების შესახებ შედგენილ დოკუმენტში ინახება, რომელიც ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ამ მოხსენებების პრეზენტაცია კონგრესში 25 ივნისისთვისაა დაგეგმილი და იქ გაჟღერებული ინფორმაციის უმეტესობა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა, მოხსენების გარკვეულ ნაწილს ამერიკის მთავრობა კვლავ გაასაიდუმლოებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტში „არ იქნება წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დაფიქსირებული ფენომენი უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდია“.

მოხსენებაში, მთავრობის წარმომადგენლებმა ორი ათწლეულის განმავლობაში დაგროვებული UFO-ების ამსახველი 120-ზე მეტი ინციდენტი დაათვალიერეს. ამ ვიდეოების უმეტესობა აშშ-ს საზღვაო ძალების წევრებმა გადაიღეს. ამ უცნაური ობიექტების კიდევ ერთი შესაძლო ახსნა არის ის, რომ რუსეთი ან ჩინეთი ჰიპერბგერით ტექნოლოგიებს აქტიურად ავითარებს.

მსგავსები:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი