მთავარი ოპოზიცური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს ისევ ბრალდების მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა. პროცესზე 3 პოლიციელი გამოკითხეს.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ სამართალდამცველების ჩვენება ადასტურებს ნიკა მელიას ბრალეულობას, დაცვის მხარის შეფასებით კი მოწმეები ბრალდების მხარემ დღეს წინასწარ დაწერილი ტექსტებით მიიყვანა და ჯვარედინი დაკითხვის დროს, ადვოკატების ვერც ერთ შეკითხვას ვერ უპასუხეს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ შეეცვალა. ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა.