
საიდან მიიღეს ინფორმაცია უფლებადამცველებმა ბაჩალიაშვილის საქმეში არსებულ "ფლეშკაზე" - 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატები "მთავარ აქცენტებში" საუბრობენ. როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თქვა, როცა ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, მასთან შეხვედრა უცნობმა პატიმარმა მოითხოვა, რომელიც შემდეგ ივანე გულაშვილი აღმოჩნდა, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, პირი, რომელიც სხვის ბინებში სათვალთვალო კამერებს ამონტაჟებდა.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება როცა დაიწყო, დამიკავშირდნენ და ითხოვა ერთ-ერთმა პატიმარმა ჩემთან შეხვედრა. ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი ადამიანი იყო. ჩვეულებრივად, როგორც ადვოკატი მივედი. მოგეხსენებათ, თავიდანვე, პირველივე დღიდან და პირველივე წუთებიდან პირდაპირი უნდობლობა იყო გამოძიების მიმართ ყველანაირად და ნუ, მივედი ჩვეულებრივად. დაველაპარაკე. მომცა ინფორმაცია, რომ ჰქონდა შეხვედრა და ეს მეხსიერების ბარათი, რომელიც გარკვეულ ვირუსს ატარებდა, საიდანაც ინფორმაციას იღებდა. რამდენჯერმე გადააწოდა, მიაწოდა და ასეთ ინფორმაციას მაწვდიდა. რომელიც ჩემთვის ცოტა გაურკვეველი იყო და შევეკითხე, ნამდვილად დარწმუნებული იყო თუ არა ამ ყველაფერში, რასაც მიყვებოდა. ერთია, როდესაც ადამიანს ამას უყვები, და მეორეა, ეს მე მინმდოდა ნამდვილად ყოფილიყო აბსოლუტურად... ეს ყველაფერი წერილობით უნდა მქონოდა, ახსნა-განმარტების ფორმა მივეცი. გულაშვილის ხელმოწერითაა ეს ყველაფერი, - იხსენებს მიშა რამიშვილი.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი
სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.
იხილეთ ასევე: