გასაბრაზებელია როგორ იყენებს რუსეთი ადამიანის სიცოცხლეს - დეგნანი გახელაძეებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოკუპანტების მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფ ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა. მისი განცხადებით, გასაბრაზებელი და გულსატკენია, როგორ იყენებს რუსეთი ადამიანების სიცოცხლეს.

"მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა ზაზას ოჯახთან შეხვედრის, ძალიან გასაბრაზებელი და გულისმომკვლელია თუ რა თამაშს თამაშობს რუსეთი და როგორ იყენებს ადამიანის სიცოცხლეს ასე. კიდევ ერთხელ მსურს დავაფიქსირო მტკიცედ და მკაფიოდ აშშ-ს ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება, რადგან სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს", - თქვა კელი დეგნანმა.

გახელაძეების ოჯახი კი 24 ივნისიდან ფართომასშტაბიან და უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი