"ოპერაციას გეგმავდნენ ორნი. ეს იყო [გიორგი] გახარია და [კახა] საბანაძე. ისინი იყვნენ ამაში უშუალოდ ჩართულები, როგორც ხელმძღვანელი პირები. ეს ხდებოდა პარლამენტის შენობაში", - ასეთ განცხადებას აკეთებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან", ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და 20 ივნისის სისხლიან ღამეზე საუბრისას.
მისი თქმით, ამ დროს მან გახარიას ბაქოდან დაურეკა და ჰკითხა რა ხდებობდა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ "შტურმის ორგანიზატორები აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში".
"ვინც ერკვევა, კონსულტაციები მაქვს გავლილი და კითხვები დასმული. მაგალითად, რატომ იდგნენ სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა შიგნით. ის იღებდა ამ გადაწყვეტილებებს. ოპერაციას დაგეგმვაზე იყო თვითონ პასუხისმგებელი, თვითონ აკეთებდა მოადგილესთან ერთად... რომ დავურეკე თქვა, რომ ის ვერ ახერხებდა პარლამენტის დაცვას. მე ეს გამიკვირდა, ეს იყო მისი სრულიად გაუგებარი პოზიცია. ეს იყო შეცდომა თუ, რაღაც შეგნებული "შეცდომები" ამაზე მე დამატებით ვეღარ ვიმსჯელებ... ამ შტურმის მოგერიება უფრო მარტივად შეეძლო... - ამბობს კობახიძე.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო ეს შეცდომა თუ დანაშაული, პასუხობს, რომ "მოტივს გააჩნია".
იხილეთ ასევე: