თითქოს იქ უბედურება და საშინელება ხდებოდა, რეალობა სხვა აღმოჩნდა - კალაძე ნინოწმინდაზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი კახი კალაძე ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით მედია ინფორმაციას ისე ავრცელებდა, "თითქოს იქ საშინელება ხდებოდა", თუმცა როგორც ის ამბობს, რეალობა სხვა აღმოჩნდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მას არაფერი უთქვამს სასამართლო განჩინებაზე, რომლის თანახმადაც პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა გაეყვანათ.

"ბოლო კვირების განმავლობაში მოვლენებს ვაკვირდები, ვაკვირდები თქვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, თითქოს იქ უბედურება და საშინელება ხდებოდა, თუმცა რეალობა რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან თქვენც იყავით იქ და ნახეთ რეალური მდგომარეობა. შესაბამისად, გამიჭირდება სწორი აქცენტების გაკეთება რეალობასთან დაკავშირებით",- თქვა კახი კალაძემ.

გუშინ, 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი გრძელდება. პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა. 

ორგანიზაცია პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. საპატრიარქო, სარჩელის გასაჩივრებას აპირებს.

13 ივნისს ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სასულიერო პირები, საქართველოში ევროკავსირის ელჩი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯანდაცვის სამინისტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ბენეფიციარები თავშესაფარს ეტაპობრივად დატოვებენ, 2022 წლის 1 აპრილიდან კი კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ნინოწმინდის პანსიონის მსგავსი დიდი ინსტიტუციები დაიხურება.

განსხვავებული განცხადება გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ პანსიონის დახურვაზე საუბარი არ არის.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი