15 ივნისიდან ისრაელში შიდა სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა კვირას, 13 ივნისს გააკეთა. გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირების დაბალი მაჩვენებლიდან გამომდინარე მიიღეს.
"გადავწყვიტეთ, რომ თუ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 15 ივნისამდე დაბალი დარჩება, პირბადის ტარების წესს მოვხსნით, მათ შორის შიდა სივრცეებშიც",- თქვა ჯანდაცვის მინისტრმა კვირას 13 ივნისს.
ისრაელში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 1-ლი ივნისიდან შემსუბუქდა. ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში ამ დრომდე რჩებოდა, შიდა სივრცეებში პირბადის ტარების წესი იყო.