დღეს ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს შეხვდება

გამოქვეყნდა:

მსოფლიო ყურადღების ცენტრში დღეს ჟენევის ტბა და მასთან განთავსებული მე-18 საუკუნის შვეიცარიული ვილაა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ პირველად სწორედ საუკუნოვან ვილაში ხვდებიან.

ბაიდენი-პუტინის უმაღლესი დონის შეხვედრის მთავარი საკითხები ცნობილია, თუმცა საქართველო და  მისი ტერიტორიების ოკუპაცია დღის წესრიგში შეტანილი არ არის.

საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ ეს მმართველი პარტიის უმოქმედობისა და რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. მათი განმარტებით, თუ "ოცნების" ხელისუფლება იგივე საგარეო პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს, საქართველოს საკითხი საერთაშორისო პოლიტიკური რუკიდან საერთოდ გაქრება.

პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაიმართება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მედიის შეკითხვებს ცალკე უპასუხებს. ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი