თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები - კოფი ბაიდენი/პუტინის პრესკონფერენციებზე

გამოქვეყნდა:

The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი Twitter-ზე ბაიდენი პუტინის შეხვედრაზე საქართველოს საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, დაუჯერებელია, რომ საქართველო არც ერთი მხარის მხრიდან ნახსენები არ იყო.

ლუკ კოფმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველის მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს.

"დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს.

საქართველოს 20% ოკუპირებულია.

თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე",- წერს ლუკ კოფი.

ბაიდენი-პუტინის შეხვედრა ჟენევაში გუშინ, 16 ივნისს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობაზე, ასევე უკრაინისა და ბელორუსის საკითხზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტმებმა პრესკონფერენცია ცალ-ცალკე გამართეს, საქართველოს საკითხი არც ერთ მხარეს უხსენებია.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი