ძალიან დასანანია, რომ საქართველოს ოკუპაცია არ ახსენეს - ჰამილტონი ბადენი/პუტინის სამიტზე

გამოქვეყნდა:

ბრიტანელი პოლიტიკური მიმომხილველი, დანიელ ჰამილტონი "მთავარ არხთან" ბაიდენი პუტინის შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, დასანანია, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია განსახილველ დღის წესრიგში ვერ მოხვდა.

ჰამილტონი ამბობს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა აშშ-ზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს.

"ვფიქრობ, ძალიან დასანანია, რომ საქართველოს ოკუპაცია, კერძოდ კი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სამიტზე არ ახსენეს. მე ვფიქრობ, საქართველოს ბევრი მეგობრისთვის, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები განახორციელა, იქნებოდა ეს ყირიმი თუ დონბასი, განსაკუთრებული გამოწვევაა, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დონეზე გაიტანონ.

ვფიქრობ, საქართველოს მეგობარი ქვეყნების, მათ შორის ჩემი ქვეყნის, გაერთიანებული სამეფოს, მოვალეობაა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და სახელმწიფო დეპარტამენტზე ზეწოლა მოვახდინოთ, რომ საქართველოს საკითხი მთავარ საკითხებს შორის იყოს.

ჯო ბაიდენი მრავალი წელია, რაც საქართველოს მეგობარია და ის ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდა კავკასიის რეგიონის პრობლემებზე იმედი მაქვს, რომ ის რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს, რათა მათი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გავიდნენ",- თქვა დანიელ ჰამილტონმა.

ბაიდენი-პუტინის შეხვედრა ჟენევაში გუშინ, 16 ივნისს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობაზე, ასევე უკრაინისა და ბელორუსის საკითხზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტმებმა პრესკონფერენცია ცალ-ცალკე გამართეს, საქართველოს საკითხი არც ერთ მხარეს უხსენებია.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი