"მას აქვს ფსიქიატრიული პათოლოგია" - ნავალნი პუტინს ციხიდან პასუხობს

გამოქვეყნდა:

ნავალნი პუტინს ციხიდან პასუხობს და მატყუარას უწოდებს. რუსი ოპოზიციონერის განცხადება მის "ინსტაგრამზე" გავრცელდა.

ნავალნი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პუტინი ამბობს, რომ ოპოზიციონერმა "თავი განზრახ დააკავებინა"

"ის მუდმივად იტყუება. ყოველთვის. მას უბრალოდ არ შეუძლია თქვას სიმართლე. მაშინაც კი იტყუება, როცა იცის, რომ მისი ტყუილი დაუყონებლივ გამოაშკარავდება. მას აქვს ფსიქიატრიული პათოლოგია, რომელიც ხელისუფლებაში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნით აქვს მიღებული და იმ უზარმაზარი თანხებით, რომელიც მან მიითვისა" - წერს ნავალნი

ის რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა სექტემბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში, რადგან პუტინის პარტიის კანდიდატის დამარცხება აუცილებელია და თითოეულ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი