არავითარი ბერკეტი მოსამართლეებზე ზემოქმედების არ გამაჩნია - გზირიშვილის პასუხი ბრალდებებზე

გამოქვეყნდა:

არავითარი ბერკეტი მე მათზე, მითუმეტეს მოსამართლეებზე ზემოქმედების არ გამაჩნია - ასე პასუხობს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ლევან გზირიშვილი ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებს ნეპოტიზმთან დაკავშირებით.

გზირიშვილის შვილი იუსტიციის საბჭომ დღეს 3 წლით მოსამართლედ განამწესა - "რა შემიძლია გავაკეთო, დავუშვათ არ დაუჭირეს მხარი, ჩემი შიში უნდა ჰქონდეთ, მორიდება? არაფერი მსგავსი" - ამბობს ლევან გზირიშვილი.

საბჭომ დრეს 46 მოსამართლე დანიშნა. მათ შორის არიან ისეთებიც, ვისი გვარებიც გახმაურებულ საქმეებს უკავშირდება.

მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება მოითხოვა საგანგებო განცხადებით არასამთავრობო სექტორმა. პროცესს მკაცრი შეფასებები მოჰყვა ევროპარლამენტიდან.  

ვრცლადკლანი ძლიერდება - იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებები

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი