"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ კონსტიტუციას და შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ჩახედავენ და ამის მიხედვით იმოქმედებენ.
"შარლ მიშელის დოკუმენტს კიდევ ერთხელ წავიკითხავთ, თუ რაიმე არ გვახსოვს, რა წერია, წავიკითხავთ და განვმარტავთ. ამის გაკეთება ანალოგიურად ყველას შეუძლია. იგივე ხდება კონსტიტუციასთან დაკავშირებით - არ მახსოვს, კონსტიტუციაში მოსამართლეების არჩევაზე რა წერია. ამის მიხედვით ვიმოქმედებთ", - თქვა კობახიძემ.
კობახიძემ ყველას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ "დამოუკიდებელ სასამართლოზე" თავდასხმისგან.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს მესამე სექტორი და სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს. მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სია უკვე გადაუგზავნა.