ევროკავშირმა, აშშ-მ, ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესეს.
სანქციები შეეხება 8 ბელარუსულ კომპანიას და 78 ფიზიკურ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბელარუსში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე.
ახალი სანქციები დაუწესდათ 7 პირსა და ერთ დაწესებულებას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან 23 მაისს, Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტთან.
ევროკავშირის განმარტებით, სანქცირებულ პირებს შორის არიან ცნობილი ბიზნესმენებიც, რომლებიც მხარს უჭერენ ლუკაშენკოს რეჟიმს.
ამჟამად ევროკავშირის სანქციები სულ 166 პირსა და 15 კომპანიას ეხება.
სანქციები გულისხმობს ფინანსური აქტივების გაყინვას, ფინანსური საქმიანობების შეზღუდვას ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე აკრძალვას.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, "შავ სიაში" შეიყვანეს 5 ბელარუსული კომპანია და 16 ფიზიკურ პირი.